გასაჭიმი ჭერის მონტაჟი

ძველი, დაზიანებული ჭერის შეკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება. თუ ასეთი ამოცანის წინაშე დგახართ, გასაჭიმი ჭერის გაკეთებაზე უნდა იფიქროთ. ესაა სწრაფი, შედარებით იაფი და მოსახერხებელი ალტერნატივა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ნებისმიერ ოთახს. გასაჭიმი ჭერი იდეალურად დაფარავს არსებული ჭერის დეფექტებსა და დაზიანებებს.

ახალი აშენებული ბინებისთვის კი გასაჭიმი ჭერი თანამედროვე ინტერიერის დიზაინისთვის ერთ-ერთი პოპულარული ინსტრუმენტია. ეს, ერთდროულად მოდური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სივრცეებში გამოიყენება.

გასაჭიმი ჭერის ტიპები

გასაჭიმი ჭერი სრულად ერგება დამკვეთის გემოვნებას. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ შეარჩიოთ გლუვი, ნახევრად პრიალა ან პრიალა დიზაინი. ასევე, შესაძლებელია ფოტოს ჭერზე გადატანაც.

3-განზომილებიანი გასაჭიმი ჭერი – ამ ეფექტს მაშინ ვიღებთ, როდესაც ჭერის მასალაზე ფოტო-პრინტი გადაგვაქვს. ყველაზე პოპულარულია ცისა და ღრუბლების, კოსმოსის, წყლის გამოსახულებიანი გასაჭიმი ჭერები. შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი და ორიგინალურია. ინტერიერის დიზაინერები ასეთ არჩევანს, ძირითადად, საჯარო სივრცეებში აკეთებენ, მაგალითად, აუზებზე და სპაში, სასტუმროებში, საბავშვო დაწესებულებებში და ა.შ.

პრიალა გასაჭიმი ჭერი – ასეთი ჭერის ზედაპირი სარკისებურად ირეკლავს შუქს და ვიზუალურად ადიდებს ოთახს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ფერის პრიალა გასაჭიმი ჭერი.

ნახევრად პრიალა გასაჭიმი ჭერი – თუ არ იცით, რომელი უფრო მოგწონთ, პრიალა თუ გლუვი, მაშინ ოქროს შუალედი უნდა აირჩიოთ. ასეთი ჭერი ოდნავ ირეკლავს შუქს, თუმცა გლუვი ჭერისთვის დამახასიათებელ სიმყუდროვეს მაინც ინარჩუნებს.

გლუვი გასაჭიმი ჭერი – თეთრი, გლუვი გასაჭიმი ჭერი თითქმის ყველა ტიპის ინტერიერს უხდება. თუმცა, ინტერიერის დიზაინერები ხშირად ურჩევენ დამკვეთებს სხვადასხვა ფერის გლუვ ჭერებს, რადგან ამ თამამ გადაწყვეტილებას ოთახში განსაკუთრებული სიმყუდროვის შემოტანა შეუძლია.

რატომ უნდა შეარჩიოთ გასაჭიმი ჭერი?

გარდა ინსტალაციის სიმარტივისა, გასაჭიმ ჭერს ბევრი სხვა უპირატესობა აქვს არსებულ ალტერნატივებთან შედარებით, მაგალითად.

გამძლეობა – გასაჭიმი ჭერი საკმაოდ მდგრადია მექანიკური დაზიანებების მიმართ, გარე ზემოქმედების გარეშე კი თითქმის არასდროს ზიანდება. ამიტომაა, რომ მწარმოებლების უმეტესობა 10 წლიან გარანტიას აძლევს მომხმარებელს. რეალურად, გასაჭიმი ჭერი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ამასთან ერთად, მასალა, რისგანაც გასაჭიმი ჭერი მზადდება არის წყალგამძლე, ცეცხლგამძლე და არ იკრავს მტვერს. შესაბამისად, თქვენ ყოველმხრივ დაცული იქნებით. გასაჭიმი ჭერი 100 ლიტრამდე წყალს უძლებს.

იდეალურად სწორი ზედაპირი – ამ ეფექტის მიღწევა სხვა ტიპის ჭერებისთვის თითქმის შეუძლებელია. მისი საშუალებით, შესაძლებელია ჭერის დეფექტების, გაყვანილობების, მილებისა თუ კაბელების დაფარვა.

ვიზუალური მრავალფეროვნება – გასაჭიმი ჭერის დიზაინი მხოლოდ დამკვეთისა და ინტერიერის დიზაინის გემოვნებაზეა დამოკიდებული – ის იქნება ზუსტად ისეთი, როგორსაც თქვენ მოისურვებთ.

ხმის იზოლაცია – გასაჭიმი ჭერი ხშირად გამოიყენება სალექციო და საკონფერენციო დარბაზებში, ხმაურიან ოფისებში და სასწავლო დაწესებულებებში, იმიტომ, რომ ეს მასალა შთანთქავს ხმაურს და ამცირებს სივრცეში ექოს.

მარტივი მონტაჟი და შემდგომი მოვლა – გასაჭიმი ჭერის ინსტალაცია მარტივი და ხანმოკლე პროცესია, რომლის შედეგად არც სამშენებლო ნაგავი არ გროვდება. მონტაჟის შემდეგ კი მას არანაირი განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

ეკოლოგიური სისუფთავე – გასაჭიმი ჭერის მასალა ეკოლოგიურად სუფთაა და 100%-ით გადამუშავებადი. თქვენს სახლში ის შექმნის მტვრისა და ნესტისგან თავისუფალ გარემოს, რომელიც არანაირ პრობლემას არ შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას.

სად შეიძლება გასაჭიმი ჭერის გამოყენება?

გასაჭიმი ჭერის გამოყენების არეალი, ფაქტობრივად, შეუზღუდავია. მისი გამოყენება ხელსაყრელია შემდეგ სივრცეებში:

საკუთარი სახლი და ბინა – გასაჭიმი ჭერი ნებისმიერ ოთახს ერგება. დამკვეთები ხშირად უკვეთავენ პრიალა და სარკისებურ ჭერებს სველი წერტილებისა და სამზარეულოებისთვის, გლუვ ან ნახევრად პრიალა ზედაპირებს კი სასტუმრო ოთახებისა და საძინებლებისთვის.

აუზი და სპა – გასაჭიმი ჭერი კარგად უძლებს ნესტს, ქლორს და გოგირდს, ამიტომ ის იდეალურად ერგება ასეთ სივრცეს. ამას ხელს უწყობს ხმაურის იზოლაციაც, რაც ხშირადაა პრობლემა აუზებისთვის.

რესტორანი, კაფე, ბარი, სავაჭრო ცენტრი – დიზაინის მრავალფეროვნება საშუალებას მოგცემთ ზუსტად ისეთი გარემო შექმნათ დაწესებულებაში, როგორიც გსურთ. გასაჭიმი ჭერი დაგეხმარებათ ვიზუალურად გამოყოთ სხვადასხვა სივრცეები და შეამციროთ ხმაური თქვენს ობიექტში.

თეატრი, საკონცერტო დარბაზი, სასწავლო დაწესებულება, საგამოფენო სივრცე – გასაჭიმ ჭერზე ნებისმიერი სახის განათება მონტაჟდება, ამიტომ, ის მარტივად ერგება სხვადასხვა ტიპის გამოყენებას. ამასთან ერთად, ის ქმნის იდეალურ აკუსტიკას.

ოფისი – გასაჭიმი ჭერი განსაკუთრებით ხელსაყრელია ერთიან, დიდი ზომის ოფისებში, სადაც აუცილებლობას წარმოადგენს ხმის იზოლაცია.

საბავშვო დაწესებულება – ფოტო-პრინტის გამოყენებით ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას შეძლებთ.

ქებულის გასაჭიმი ჭერები

კომპანია ქებული უკვე მრავალი წელია დაკავებულია გასაჭიმი ჭერების მონტაჟით. ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგება საქმეს, შედეგად, თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის შედეგს ყველაზე უფრო სწრაფად და ეფექტურად.

ამასთან ერთად, ქებული მასალის იმპორტსაც ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს საუკეთესო ფასებს სთავაზობს.